Accessibility links

1 მაისის ოფიციალური გაცვლითი კურსი: 1 აშშ დოლარი 3.20 ლარი ღირს


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადგინა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი.

1 მაისისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი:

  • 1 აშშ დოლარი - 3.2060​ ლარი (30 აპრილი - 3.2032);
  • 1 ევრო - 3.4878 ლარი (30 აპრილი - 3.4748);
  • 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი - 4.0094 ლარი (1მაისი - 3.9768);
  • 100 რუსული რუბლი - 4.3783 ლარი (30 აპრილი - 4.3469);
  • 1 თურქული ლირა - 0.4590 ლარი (30 აპრილი - 0.4586)
  • 10 უკრაინული გრივნა - 1.1901​ ​ლარი (30 აპრილი - 1.1872).

30 აპრილს Bloomberg-ზე ლარის შემდეგი გაცვლითი კურსია (მონაცემები ცვალებადია): 1 აშშ დოლარი - 3.2050 ლარი.

31 მარტიდან საქართველოში დროებით შეწყდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, როგორც ოფისებში, ისე დისტანციურად, უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას განაგრძობენ კომერციული ბანკები, საგადახდო სისტემის ოპერატორები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და აგენტები, რომლებიც მომსახურებას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოს-ტერმინალების საშუალებით აწვდიან.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საქართველოში 22 მაისამდე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG