Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკანასკნელ დღე-ღამეში სომხეთში კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა COVID-19-ით


სომხეთში უკანასკნელ დღე-ღამეში 113-ით გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევების რიცხვი და 2386-ს მიაღწია. ამის შესახებ სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იტყობინება.

დღეის მონაცემებით, COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულია 1035 ადამიანი.

როგორც იტყობინებიან, უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ით დაავადებული კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა. როგორც სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, ალინა ნიკოღოსიანმა განაცხადა, გარდაიცვალნენ 79 წლის ქალი და 58 წლის მამაკაცი, რომლებიც თანმდევი ქრონიკული დაავადებებითაც იყვნენ ავად. საერთო ჯამში დღეისთვის სომხეთში COVID-19-ით გარდაცვლილია 35 ადამიანი.

ნიკოღოსიანის თქმით, გარდაიცვალა ასევე ახალი კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი, მაგრამ მისი სიკვდილის მიზეზი სხვა დაავადება იყო.

რადიო თავისუფლების სომხური რედაქციის თანახმად, ამჟამად კორონავირუსთან დაკავშირებით მკურნალობას გადის 1312 პაციენტი, ვირუსზე ჩატარებულმა 24177-მა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა.

როგორც დღეს დაწერა თავის გვერდზე ფეისბუკში სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა, კორონავირუსით ინფიცირების 2386 შემთხვევიდან 320, ანუ 13,4%, მედიცინის მუშაკებს დაუდგინდათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG