Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის სასამართლო გმობს რუმინეთის ანტოკორუფციული სააგენტოს დირექტორის ლაურა კოვეშის გადაყენებას


ლაურა კოვეში
ლაურა კოვეში

რუმინეთის ყოფილმა მაღალი რანგის ანტიკორუფციონერმა მოხელემ, ლაურა კოვეშიმ, თვალსაჩინო გამარჯვება მოიპოვა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECHR), რომელმაც ადამიანის უფლებათა დარღვევად შეაფასა თავის დროზე მისი თანამდებობიდან გადაყენება და დევნა.

ლაურა კოვეში ანტიკორუფციულ სააგენტოს ხელმძღვანელობდა ევროკავშირში ყველაზე უფრო კორუმპირებულად მიჩნეულ ქვეყანაში, ვიდრე 2018 წელს რუმინეთის მემარცხენე მთავრობამ იგი არ გადააყენა თანამდებობით ბოროტად სარგებლობისათვის.

თავის დროზე ევროკომისიამ გააკრიტიკა რუმინეთი კანონის უზენაესობიდან გადახვევისათვის და ბუქარესტს მოუწოდა, რათა დაეცვა სამართლიანობა ლაურა კოვეშის, ქვეყნის ანტოკორუფციული პროკურატურის ყოფილი მთავარი პროკურორის მიმართ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რომელიც ევროსაბჭოს სტრუქტურას წარმოადგენს, 5 მაისის დადგენილებაში მიიჩნევს, რომ ლაურა კოვეში თანამდებობიდან გათავისუფლება წარმოადგენს ადამიანის ძირითადი უფლების - სამართლიანი სასამართლოსა და გამოხატვის თავისუფლების - დარღვევას.

"ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური ზეგავლენისაგან დაიცავს სასამართლო სისტემას და მეტ გამბედაობას შესძენს ყველა რუმინელ მოსამართლეს“, - განაცხადა ECHRის დღევანდელი ვერდიქტის შემდეგ ლაურა კოვეშიმ.

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კოვეშის 2019 წლის 28 მარტს ბრალი წაუყენა კორუფციაში და აუკრძალა ქვეყნის ტერიტორიის დატოვება.

თავის ქვეყანაში კორუფციისათვის დევნილი ლაურა კოევეში 2019 წლის სექტემბერში აირჩიეს კორუფციისა და თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის (OLAF) ევროპული ბიუროს უფროსის პოსტზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG