საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ პირველადი ინფორმაციით, ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილია მიწა. სავარაუდოდ, მოყოლილი არიან ადამიანები.
გასული არის ხუთი სამაშველო ჯგუფი, როგორც კახეთის სამმართველოდან, ასევე თბილისის სწრაფი რეაგირების ბაზიდან.
2019 წლის ივლისში ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე სატვირთო ავტომანქანა ხევში გადაიჩეხა და შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა.