Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დარიგა ნაზარბაევა ყაზახეთის სენატის სპიკერის თანამდებობაზე მუალენ აშიმბაევმა ჩაანაცვლა


დარიგა ნაზარბაევა
დარიგა ნაზარბაევა

ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის, ქალიშვილი, დარიგა ნაზარბაევა ქვეყნის სენატის სპიკერის პოსტზე, 4 მაისს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, მაულენ აშიმბაევმა ჩაანაცვლა.

რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის ცნობით, სენატის სპიკერის პოსტი მოულოდნელად გათავისუფლდა 2 მაისს. ორშბათს კი ცნობილი გახდა ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, დარიგა ნაზარბაევასთვის დეპუტატეის უფლებამოსილებსი შეწყვეტის შესახებ.

უცნობია, თუ რით არის განპირობებული ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ქალიშვილის თანადებობიდან წასვლის მიზეზი. სენატის სპიერკის პოსტიდან წასვლის შესახებ კომენტარი არც თავად დარიგა ნაზარბაევას გაუკეთებია.

დარიგა ნაზარბაევას, რომელსაც 7 მაისს 57 წელი უსრულდება, ხშირად უწინასწარმეტყეველბდნენ მისი მამის, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის პოსტს. დარიგა ნაზარბაევა 20 წელია აქტიური პოლიტიკაში. სხვადასხვა დროს იყო პარალმენტსი ვიცე-სპიკერი,ვიცე-პრემიერი, სენატის ვიცე-სპიკერი სულ ბოლოს კი სპიკერი.

მაგრამ მას შემდეგ, რაც ყაზახეთის 28 წლიანი წლიანი ერთპიროვნული მმართველობის შემდეგ,79 წლის ნურსულთან ნაზარბაევმა შარშან დატოვა პრეზიდენტის პოსტი, - მან თავის მემკვიდრედ დაასახელა ყასიმ ჟომარტ ტოყაევი, რომელიც 2019 წლის ივნისში არიჩიეს ყაზახეთის პრეზიდენტად.

თავად ნურსულთან ნაზარბაევი, გადადგომის შემდეგ ყაზახეთის „ერის ლიდერის“ ტიტულს ატარებს და, როგორც წერენ, კულისებიდან მართავს ხელისუფლებას.

გავრცელებული ცნობებით, დარიგა ნაზარბაევას გადადგომა შესაძლოა უკავშირდებოდეს მისი შვილისა და ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის, შვილიშვილის, აისულთან ნაზარბაევის მიერ ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფარი მოთხოვნას.

აისულთან ნაზარბაევმა თებერვლის დასაწყრიში ფეისბუკით გაავრცელა სკანდალური ინფორმაცია ყაზახეთში გამეფებული ელიტური კორუფციის შესახებ, რაშიც დედამისი, დარიგა ნაზარბაევა და მისი ამჟამინდელი მეუღელე დაადანაშაულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG