საქართველოში 240-დან 269-მდე გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი.
განახლებული ინფორმაცია 6 მაისს, დილის 10 საათის შემდეგ გამოქვეყნდა სამთავრობო საიტზე stopcov.ge.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი საგრძნობლად აღემატება ინფიცირების ახალ შემთხვევებს. 5 მაისის დილიდან 6 მაისის დილამდე საქართველოში 6 ახალი შემთხვევაა დადასტურებული.
თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე საქართველოში ოფიციალურად აღრიცხულია სულ 610 შემთხვევა. მათგან 269 უკვე გამოჯანმრთელებულია. 9 გარდაიცვალა.
6 მაისის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 4919 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 497.
საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა.