Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუმოში მაისის ბაშო არ გაიმართება


იაპონიის სუმოს ასოციაციამ მაისის ბაშო გააუქმა. სეზონის მესამე სუპერტურნირი კორონავირუსის პანდემიის გამო, ორი კვირის დაგვიანებით, 24 მაისს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც იაპონიის მთავრობამ საგანგებო სიტუაციის რეჟიმი 31 მაისამდე გააგრძელა, გადაწყვეტილება სუმოს ასოციაციამაც შეცვალა.

ცვლილებები შეეხო ივლისის ბაშოსაც, რომელიც წლეულს ნაგოიას ნაცვლად ტოკიოში გაიმართება და შეჯიბრებას მაყურებელი ვერ დაესწრება.

ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ქართველი სეკიტორი ლევან გორგაძე ივლისში დოჰიოზე მეთერთმეტე მაეგაშირას რანგში ავა.

XS
SM
MD
LG