Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიები 2020 წელს ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ტურიზმის სექტორი 2020 წლის ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება. ამის შესახებ მან პოსტკრიზისული გეგმის წარდგენის დროს ისაუბრა.

"ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიების გადასახადები გადავადდება წლის ბოლომდე. იქ ვნახავთ, აქ ვერ დავპირდებით ვერავის საშემოსავლოს სრულ ჩამოწერას, თუმცა გადავადების და შემდგომი ეტაპობრივი გადახდის სქემებზე საუბარი შესაძლებელია", - თქვა გახარიამ.

მანვე დღეს წარადგინა საქართველოში ტურიზმის სფეროს ამუშავების გეგმა. მისი თქმით, ქვეყანა შიდა ტურიზმისთვის 15 ივნისიდან, ხოლო სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის პირველი ივლისიდან გაიხსნება.

გახარიას თქმით, 1 ივლისიდან საქართველოს უცხოელი ტურისტების მიღება შეეძლება

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 18 მარტიდან ჩაიკეტა. ამ დროისთვის ქვეყანაში აკრძალულია ფრენებიც. სხვა ქვეყნების ავიახაზებს საქართველოში ჩამოსვლა მხოლოდ ჩარიელი თვითმფრინავით შეუძლიათ.

XS
SM
MD
LG