Accessibility links

ნათია თურნავა საპატრიარქოსთვის ქონების გადაცემაზე: არ მგონია, კითხვის დასმის საფუძველი იყოს


საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ საპატრიარქოსთვის სახელმწიფო ქონების გადაცემისა და ბიუჯეტიდან თანხების გადარიცხვაზე „კითხვის დასმის საფუძველი“ არ არსებობს. ასე უპასუხა მან ჟურნალისტს, რომელიც დაინტერესდა, რამდენად კონტროლდება ქონების გადაცემა მთავრობის მხრიდან.

„ჩვენი საპატრიარქო, ჩვენი ეკლესია არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და პატივსაცემი ინსტიტუცია. ჩვენ კანონის ფარგლებში ვახორციელებთ ყველა ტრანზაქციას და დახმარებას და ეს არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. ასევე სხვა კონფესიებსაც ვეხმარებით. აქედან გამომდინარე, არ მგონია, კითხვის დასმის საფუძველი იყოს“, - თქვა თურნავამ.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ანგარიშში ნათქვამია, რომ რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემების დიდი ნაწილი სისტემური ხასიათისაა, სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცული რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთგამიჯვნის პრინციპი ხშირად ირღვევა საქართველოს საპატრიარქოსთვის ფინანსური, სამართლებრივი და სოციალური პრივილეგიების მინიჭებისა და სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ დიფერენცირებული მოპყრობის გამო.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საქართველოს საპატრიარქოს პრივილეგირებული მდგომარეობა ვლინდება ეკლესიის დაფინანსების სახელმწიფო პოლიტიკასა და პრაქტიკაშიც. ამის საპირისპიროდ კი, სახელმწიფო უხეშად ერევა ზოგიერთი სხვა რელიგიური ორგანიზაციის ავტონომიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG