საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსისგან კიდევ 32 პაციენტის გამოჯანმრთელება. საერთო რიცხვი 317-დან 349-მდე გაიზარდა.
12 მაისის დილის მდგომარეობით, საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 639 შემთხვევა. მათგან 11 გარდაიცვალა.
შესაბამისად, ამჟამად კლინიკებში მკურნალობენ 279 კოვიდინფიცირებულს. ე.წ. აქტიურ შემთხვევებს გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 70-ით გადააჭარბა.