Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ხულორდავა: არჩევნებზე პირობის მეორედ არშესრულება ქვეყნის იზოლაციისკენ მიმავალი გზაა


საქართველოს პარლამენტის დეპუტატი და უმრავლესობიდან საარჩევნო ცვლილებების ჩაგდების შემდეგ წამოსული თამარ ხულორდავა ამბობს, რომ უმრავლესობის მხრიდან დადებული პირობის მეორედ არშესრულება ქვეყნის იზოლაციას გამოიწვევს. ამის შესახებ მან "რუსთავი 2"-ს განუცხადა.

"უკვე მეორედ დადებული პირობის მეორედ არშესრულება, მე ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან დიდი ზიანის მომტანი და დიდი საფრთხის შემცველი და ეს არის გზა საქართველოს იზოლაციისკენ, რაც არა მგონია, რომ შედიოდეს ჩვენს ინტერესებში", - თქვა მან.

უკვე მეორე დღეა, რაც საქართველოში პარტიებს შორის 8 მარტს ხელმოწერილი შეთანხმება კვლავ აქტუალური საკითხი გახდა. გუშინ, 11 მაისს, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ამ საკითხზე პირველმა გამართა ბრიფინგი და აღნიშნა, რომ თუ ოპოზიციის არმონაწილეობით საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, პასუხისმგებელობა მათ დაეკისრებათ. ოპოზიცია კი კვლავ ითხოვს გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლებას. ისინი აცხადებენ, რომ შეთანხმების ერთ-ერთი პირობა სწორედ ეს საკითხი იყო. საპირისპიროს ამბობს მმართველი პარტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG