Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაკუტიელი შამანი, გაბიშევი, კვლავ დააკავეს და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს


ალექსანდრ გაბიშევი
ალექსანდრ გაბიშევი

იაკუტიელი შამანი ალექსანდრ გაბიშევი, რომელმაც თავი გაითქვა იმით, რომ შარშან ფეხით გაემგზავრა მოსკოვში კრემლიდან „პუტინის გასადევნად“, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა დააკავეს და ძალით წაიყვანეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ამის შესახებ მედიას ინფორმაცია ორგანიზაცია „Правозащиты Открытки“-ს კოორდინატორმა ალექსეი პრიანიშნიკოვმა მიაწოდა.

„პოლიციის სპეცრაზმმა შტურმი განახორციელა სახლზე, არანაკლებ 20-მა კაცმა. ხელბორკილებით, ფეხსაცმლის გარეშე, მოხრილ მდგომარეობაში გამოიყვანეს (გაბიშევი) და წაიყვანეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. არავითარი დოკუმენტი არ წარმოუდგენიათ, თანაც იქ იმყოფებოდა ადვოკატი, მაგრამ ძალოვნებს მასზე არავითარი რეაგირება არ ჰქონიათ“, - განაცხადა პრიანიშნიკოვმა.

უფლებადამცველმა არ იცის, თუ რისთვის დააკავეს გაბიშევი. უფრო ადრე მისგან კორონავირუსზე ანალიზის აღებას ცდილობდნენ ადამიანები, რომლებიც თავს მედიცინის მუშაკებად ასაღებდნენ.

სამართალდამცველებმა იაკუტიელი შამანის ორი მომხრე - ბლოგერი სერგეი ტიხი და მისი მეგობარი გოგო დააკავეს. „ისინი დააკავეს თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის. მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ გაუფორმონ დაუმორჩილებლობა“, - აცხადებს პრიანიშნიკოვი.

ალექსანდრ გაბიშევმა დიდი აღიარება მოიპოვა 2019 წლის მარტში, მის მიერ წამოწყებული მსვლელობით მოსკოვისკენ, კრემლიდან „პუტინის განდევნის“ მიზნით.

შარშან სამართალდამცველებმა შამანი გაბიშევი ორჯერ დააკავეს და ერთხელ ფსიქიატრიულ საავადყოფოში მოათავსეს, როგორც ფსიქიკურად შეურაცხადი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG