Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ევროპული საქართველო" პარლამენტში უახლოეს მომავალში პრემიერ-მინისტრის მისვლას ითხოვს


„ევროპული საქართველო“ პარლამენტში უახლოეს მომავალში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მისვლას და ანტიკრიზისული გეგმის შესრულების საკითხზე არსებულ კითხვებზე პასუხების გაცემას ითხოვს.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქციის „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ პარლამენტმა ისე გაიარა ანტიკრიზისული გეგმის ღონისძიებების მიღების პროცესი, რომ პარლამენტში პრემიერ-მინისტრი არ მისულა.

დეპუტატი დაინტერესდა, ხომ არ აპირებს პრემიერ-მინისტრის დაბარებას თავად პარლამენტის ხელმძღვანელობა.

„ძალიან ბევრი კითხვაა, როგორ მიმდინარეობს, როდის იწყება და ასე შემდეგ. ბევრ ადამიანს ჯერ საერთოდ არაფერი არ მიუღია, ხოო, ჯერჯერობით, ფულად დახმარებაზე როცაა ლაპარაკი. და ამაზეც ძალიან ბევრი კრიტიკაა და ჩემი კითხვა იქნება, აპირებს თუ არა ბიურო, პარლამენტი ან პარლამენტის ხელმძღვანელობა, მოიწვიოს პრემიერ-მინისტრი და მასთან ერთად გავიაროთ ეს საკითხები?“, - აღნიშნა გიგი წერეთელმა. მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ სურვილია, პასუხები კითხვებზე სწორედ პრემიერ-მინისტრისგან მიიღოს და არა მისი რომელიმე თანამშრომლისგან ან სხვა პირებისგან.

გიგი წერეთელს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ უპასუხა, რომ, მისი ინფორმაციით, „ევროპულ საქართველოს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით მისვლის მოთხოვნა გაგზავნილი აქვთ და პასუხსაც პრემიერ-მინისტრისგან მიიღებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG