Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი გამოვიდა მოწოდებით, ბლოკის შიგნით ეტაპობრივად გაიხსნას საზღვრები


ევროპის კავშირი გამოვიდა მოწოდებით, ბლოკის შიგნით ეტაპობრივად გაიხსნას კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაკეტილი საზღვრები. კავშირის თანახმად, ჯერაც არაა გვიან, ნაწილობრივ გადარჩეს ზაფხულის ტურისტული სეზონი ისე, რომ შენარჩუნებულ იქნეს ხალხის უსაფრთხოება.

„ჩვენი ფიქრები ამჟამად მიმართულია ზაფხულისკენ და იმ ადგილებისკენ, სადაც გვიყვარს მოგზაურობა“, - განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, მარგრეტ ვესტაგერმა ევროკავშირის წინადადებების პრეზენტაციაზე. „ეს ნიშნავს, რომ საჭიროა თანდათანობითი, ფრთხილი ნაბიჯების გადადგმა, რათა კვლავ დავიწყოთ მოგზაურობა იმასთან შესაბამისობაში, რასაც მეცნიერება გვეუბნება“.

ევროკავშირის წინადადებები, რომლებსაც ქებით შეხვდნენ ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები, რეკომენდაციის ხასიათისაა და ეხება კავშირის წევრ ქვეყნებს შორის საზღვრებს. ევროკავშირის გარე საზღვრები მინიმუმ ივნისის შუა რიცხვებამდე დარჩება ჩაკეტილი.

ბალტიის სამმა სახელმწიფომ უკვე გადაწყვიტა, 15 მაისიდან გაუხსნას ერთმანეთის მოქალაქეებს საზღვრები და შექმნას ე.წ. სამოგზაურო ბუშტი.

ავსტრია და გერმანიაც აპირებენ საერთო საზღვრის მთლიანად გახსნას. ეს განსაკუთრებით დაეხმარებოდა ავსტრიის ტურისტულ ინდუსტრიას, რომელიც დიდად არის დამოკიდებული გერმანელ ტურისტებზე.

ტურიზმზე მოდის ევროკავშირის ეკონომიკის 10%.

XS
SM
MD
LG