Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: პირველ სტუმრებს საქართველო ისრაელიდან მიიღებს


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო სტუმრებს ტურისტული სეზონის გახსნის შემდეგ მიიღებს, ისრაელი იქნება. პრემიერ-მინისტრის თანახმად, პირველი ქვეყანა, რომელთანაც ქვეყანას უსაფრთხო მწვანე კორიდორი ექნება, ისრაელია.

„რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვუმასპინძლოთ მათ, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება. და გავუფრთხილდეთ მათ ჯანმრთელობას", - განაცხადა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, ისრაელის გარდა, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ასევე ჩეხეთთან, პოლონეთთან, ბალტიის ქვეყნებთან, ავსტრიასთან:

"რა თქმა უნდა ჩვენს მეზობლებთანაც და ყველა ეს მიმართულება უახლოეს პერიოდში ლოგიკურ დასასრულამდე იქნება მიყვანილი, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, ამისთვის აუცილებელია დავიცვათ უსაფრთხოების ის წესები, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ 14 მაისს მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას, 7 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 15 ივნისიდან საქართველო ადგილობრივი ტურისტებისთვის, 1 ივლისიდან კი, უცხოელი ტურისტებისთვისაც გაიხსნება.

მან 14 მაისს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო მსოფლიოში იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ტურისტულ სეზონს გახსნის და ქვეყანაში ტურისტების მიღებას შეძლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG