Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარიას ცნობით, ამერიკული ინვესტიციით იწყება ფოთის პორტის ტერმინალის რეკონსტრუქცია


ფოთის პორტი
ფოთის პორტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეჩერებულიყო და სტიმული მიეცათ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გიორგი გახარიამ მაგალითად მოიყვანა ფოთის პორტის ერთ-ერთი ტერმინალის სრული რეკონსტრუქციის ეტაპი, რომელიც მისი ინფორმაციით, უახლოეს ხანში დაიწყება ამერიკული ფონდის პირდაპირი ინვესტიციით.

პრემიერ-მინისტრის თქმით, პროექტის სრული ღირებულება 93 მილიონი დოლარია, ამ თანხიდან 30 მილიონი უკვე გადმორიცხულია და სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.

გიორგი გახარიას შეფასებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან ურთიერთობების გაღრმავებას არა მხოლოდ უსაფრთხოების და დემოკრატიზაციის, არამედ ეკონომიკური მიმართულებითაც.

XS
SM
MD
LG