Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: COVID-19 „შეიძლება არასოდეს გაქრეს“


ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მაღალი რანგს წარმომადგენლის თანახმად, ახალი კორონავირუსი შეიძლება “არასოდეს გაქრეს“ დამშიდსის გამომწვევი, ადამიანის იმუნოდეფიციტურივირუსის, HIV-ს, მსგავსად ენდემური გახდეს.

ეს შეფასება ეკუთვნის ორგანიზაციის საგანგებო ვითარებათა განყოფილების დირექტორს, მაიკლ რაიანს, რომელმაც თავისი აზრი გამოთქვა სახელმწიფოთ მცდელობის ფონზე, კვლავ აამოქმედონ დაზარალებული ეკონომიკები და თავიდან აიცილონ ინფექციის მეორე ტალღა.

რაიანის თქმით, საჭირო მოვლენას კარგად დავაკვირდეთ, „ეს ვირუსი შეიძლება გახდეს ერთ-ერთი ენდემური ვირუსი ჩვენს საზოგადოებებში და ის შეიძლება არასოდეს გაქრეს“, თქვა რაიანმა ონლაინბრიფინგზე. მისი თქმით, ვირუსთან ბრძოლას ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება მაშინაც, თუ ვაქცინა შეიქმნა. ვაქცინა არსებობს, მაგრამ არის ასევე წითელა და ადამიანის იმუნოდეფიციტურივირუსის მკურნალობის მეთ ოდებიც შემვშავებულია.

ამ გაფრთხილების ფონია COVID-19-ის 4,3 მილიონი შემთხვევა და 300 ათასი დაღუპული მთელ მსოფლიოში. ნფექციის კვლავ აფეთქების თაობაზე გაფრთხილებების მიუხედავად, ევროკავშირი მოითხოვს კვლავ გაიხსნას საფეხურებრივად საზღვრები, რომლებიც ჩაკეტეს კორონავირუსის გავრცელების შესანელებლად.

მაშინ, როცა ევროპის ბევრ ქვეყანაში შეზღუდვები შეარბილეს, რადგან ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა მცირდება, და ეს ტენდენცია გრძელდება, შეშფოთება, რომ ვირუსი კვლავ გავრცელდება, უკავშირდება დანარჩენ მსოფლიოს. რუსეთში და ბრაზილიაში რთული ვითარებაა, ჩინეთში არ გამორიცხავენ მეორე ტალღას. აშშ-ში გუბერნატორების ნახევარზე მეტმა გახსნეს შტატები გაფრთხილების მიუხედავად, რომ პანდემია არ არის ჯერ კონტროლს ქვეშ და გავრცელება კვლავ უცბად შეიძლება მოხეს.

XS
SM
MD
LG