გასული დღე-ღამის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 119 ფაქტი გამოავლინა. მათგან მოქალაქეთა უმრავლესობა კომენდანტის საათის დარღვევის გამო დაჯარიმდა. კერძოდ:
გამოვლენილია კომენდანტის საათის დარღვევის 104 ფაქტი, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის 5 ფაქტი და 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და 2-მეტრიანი დისტანციის დაუცველობის 10 ფაქტი.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი - 15 000 ლარით ჯარიმდება.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა, 31 მარტის 21:00 საათიდან კი კომენდანტის საათი მოქმედებს.
31 მარტიდან ამ დრომდე პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის ჯამში 7 ათასზე მეტი ჯარიმა გამოწერა, რომელთა ჯამური თანხა 21 მლნ ლარს აჭარბებს.