Accessibility links

logo-print logo-print

ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იწყება


საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს ტობავარჩხილის ტბამდე საავტომობილო გზის რეაბილიტაციას იწყებს. ამ მომსახურებისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა, რომლის ღირებულებაც 12 მლნ ლარამდეა.

"ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები", - ვკითხულობთ სატენდერო განაცხადში.

თავდაპირველად, რადიო თავისუფლებას სატენდერო კომისიაში განუცხადეს, რომ გზა ტბამდე მიდიოდა, თუმცა მასალის გამოქვეყნების შემდეგ მუნიციპალური განვითარების ფონდში განმარატეს, რომ საავტომობილო გზა, რომლიც მათ გაჰყავთ ტობავარჩხილის ტბამდე არ მივა და მოლაშქრე ტურისტებს დაახლოებით 7 კმ-ს ფეხით გავლა მოუწევთ.

ტობავარჩხილის ტბა მოლაშქრე ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. ტბა სამეგრელო-ზემო სვანეთში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან 2 650 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მისი სიღრმე 35 მეტრია, ფართობი კი 160 ათასი კვადრატული მეტრი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG