Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფო კილაძე: პრეზიდენტისგან გვახსოვს სკანდალური შეწყალებები, არც ამას ვეთანხმებით


მმართველი პარტიის წევრი, სოფო კილაძე პოლიტიკური ლიდერების გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას პრეზიდენტის იმ გადაწყვეტილებას ადარებს, რომლითაც ციხე მძიმე დანაშაულისთვის გასამართლბულებმა დატოვეს. ამის შესახებ ის "რუსთავი 2"-ს ესაუბრა.

"ჩვენ გვახსოვს, რამდენიმე თვის წინაც იყო პრეზიდენტის ისეთი გადაწყვეტილებები, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებოდით. ეს იყო, რეალურად, სკანდალური შეწყალებები. ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს ისეთ შეწყალებებთან, რომელსაც არ ვეთანხმებით და არაერთხელ გვითქვამს ამის შესახებ", - ამბობს კილაძე.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" სპეკულაციებს გააგრძელებს, თუმცა ყველაფერს იზამენ იმისთვის, რომ საარჩევნო ცვლილებები მიიღონ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უგულავა და ოქრუაშვილი გუშინ, 15 მაისს შეიწყალა. ციხე მათ გუშინვე დატოვეს. ორივე მათგანი ამბობდა, რომ პოლიტიკური შეთანხმების შესასრულებლად აუცილებელია ციხე გიორგი რურუამაც დატოვოს. მისი შეწყალება პრეზიდენტს არ შეეძლო, რადგან ჯერ სასჯელი მისჯილი არ აქვს.

ამავე თემაზე:​

XS
SM
MD
LG