Accessibility links

ანდრიუს კუბილიუსსა და გიგი უგულავას შორის გაიმართა ონლაინშეხვედრა


გიგი უგულავა, გიორგი კანდელაკი

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ევროპარლამენტის წევრმა და ლიტვის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ანდრიუს კუბილიუსმა „ევროპული საქართველოს“ გენერალურ მდივანთან გიგი უგულავასთან ონლაინშეხვედრა გამართა, - ინფორმაციას ამის შესახებ „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, ანდრიუს კუბილიუსმა გიგი უგულავას გათავისუფლება მიულოცა და 8 მარტს ოპოზიციასა და მთავრობას შორის დადებული შეთანხმების სრულიად განხორციელების, მათ შორის, გიორგი რურუას გათავისუფლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

თავის მხრივ, გიგი უგულავამ ანდრიუს კუბილიუსს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნების შემდეგ ევროკავშირთან უფრო აქტიურ დაახლოებას შეძლებს.

„ევროპული საქართველოს“ ცნობით, ანდრიუს კუბილიუსსა და გიგი უგულავას შორის გამართული საუბარი შეეხო აგრეთვე მომავალი საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო მონიტორინგის საკითხს.

ონლაინშეხვედრაში მონაწილეობდა ასევე „ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი გიორგი კანდელაკი.

საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა.

შეწყალებულთა შორის არ მოხვდა გიორგი რურუა, რომლის გათავისუფლებას ასევე ითხოვდნენ ოპოზიციური პარტიები. საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის პირობად ამჯერად ისინი 8 8 მარტის შეთანხების სრულად შესრულებას ასახელებენ. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი წინასწარ პატიმრობაშია და მისი სასამართლო პროცესი არ დასრულებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG