Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ყირიმი დაბრუნდება უკრაინაში“, - აცხადებს ზელენსკი ყირიმელი თათრების დეპორტაციის წლისთავზე


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ დროებით ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძული დეოკუპირებული იქნება, ხოლო დროებით ადგილნაცვალი პირები დაბრუნდებიან თავიანთ სახლებში. ამის შესახებ ზელენსკიმ ისაუბრა ყირიმელი თათრების გენოციდის წლისთავთან დაკავშირებით 18 მაისის გაკეთებულ ვიდეომიმართვაში:

„ჩვენ გვჯერა, რომ აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ყირიმი დაუბრუნდება უკრაინას. ყირიმელი თათრები და უკრაინელები დაბრუნდებიან თავიანთ სახლებში, შეიკრიბებიან ერთი მაგიდის გარშემო, რათა ერთად წარმოთქვან: Bizim ve siziñ azatlığıñız içün! - თქვენი და ჩვენი თავისუფლებისა იყოს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინაში ყოველი წლის 18 მაისს აღინიშნება 1944 წლის ტრაგიკული მოვლენები, საბჭოთა ხელისუფლების მიერ ყირიმელი თათრების მასობრივი გასახლება ცენტრალურ აზიაში. რეპრესიული პოლიტიკის შედეგად დეპორტირებული იქნა 180 ათასი ყირიმელი თათარი, რაც უკრაინამ გენოციდად ცნო.

6 წლის წინ მრავალი ათასი ყირიმელი თათარი და უკრაინელი გახდა იძულებული, დაეტოვებინა ყირიმის ნახევარკუნძული, რუსეთის მიერ უკრაინის ამ ტერიტორიის ანექსიისა და მიერთების შემდეგ.

XS
SM
MD
LG