Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში კორონავირუსით 5 მლნ ადამიანზე მეტია ინფიცირებული


მსოფლიოში კორონავირუსი ლაბორატორიულად 5 018 657 ადამიანს დაუდასტურდა. მონაცემები მუდმიავად ახლდება.

ინფიცირების კუთხით პირველ ადგილზეა აშშ (1 573 777), მეორეზე - რუსეთი (308 705), შემდეგ ადგილებზე კი მოდიან: ესპანეთი (278 885) და ბრაზილია (271 885). რაც შეეხება გარდაცვლილებს, ამ შემთხვევაშიც ყველაზე მეტი შემთხვევა (93 699) აშშ-შია.

მე-13 ადგილზე გადაინაცვლა ჩინეთმა, რომელსაც ვირუსის გავრცელება უკავშირდება. აქ ვირუსი 82 965 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 4 634 პირი გარდაიცვალა.

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში ვირუსი ლაბორატორიულად 713 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 475 გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG