Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთი ტურისტულ სეზონს 15 ივნისს გახსნის


საბერძნეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ 15 ივნისიდან ქვეყნის კურორტებზე სასტუმროები ისევ გაიხსნება და ქვეყანა მზად იქნება ტურისტების მისაღებად. პოპულარულ კურორტებზე საერთაშორისო ჩარტერული ავიარეისები ივლისიდან აღდგება.

სატელევიზიო მიმართვისას პრემიერ-მინისტრმა მიცოტაკისმა თქვა, რომ საბერძნეთმა მსოფლიოს აჩვენა კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის მაგალითი და კრიზისულ სიტუაციაში თავი წარმოაჩინა უსაფრთხოების, საიმედოობის და ჯანმრთელობის ეტალონად. „დაე, ეს ზაფხული იქცეს კრიზისის ისტორიის ეპილოგად“, - განაცხადა მიცოტაკისმა. მას იმედი აქვს, რომ ეკონომიკურ ომსაც ისევე მოიგებენ, როგორც ჯანმრთელობისთვის ბრძოლაში გაიმარჯვეს.

20 მაისის მონაცემებით, საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 2850-ია. მათგან 1374 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 166.

საბერძნეთი, რომლის ეკონომიკა დიდწილად ტურიზმზეა დამოკიდებული, ამ სფეროს ხელშესაწყობად 24%-დან 13%-მდე ამცირებს დღგ-ს ყველა სახის ტრანსპორტით მომსახურებაზე. კუნძულებზე გამგზავრების მსურველ ტურისტებს კორონავირუსზე ტესტირებას შესთავაზებენ.

XS
SM
MD
LG