გირჩის ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ საქართველოს საპატრიარქოსთან აქცია გამართა. ის იქ მარტო მივიდა და ხელში წარწერა ეჭირა - "ღმერთი არ გწამთ?"
როგორც პარტიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, ამ გზით გააპროტესტა ჯაფარიძემ ტყის კოდექსში ცვლილებების მიღების პროცესი, რომლითაც საპატრიარქოს ეკლესიებთან მდებარე 20 ჰექტარი მიწის საკუთრებაში მიღება შეეძლება.
საქართველოს პარლამენტმა ტყის კოდექსის განხილვა უკვე დაიწყო. მათ შორის კომიტეტმა მას მხარი უკვე დაუჭირა.