Accessibility links

3 კაცის გადაყვანის შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებზე გავრცელდება - გიორგი გახარია


სამი კაცის შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებზე გავრცელდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

ეს წესი საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, 23 მაისის დადგომასთან ერთად ამოქმედდება.

"ჩვენ ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, ასეთი, კარგად ცნობილი შეზღუდვა, ერთ ავტომობილში სამი ადამიანის შეზღუდვის, გავრცელდეს მხოლოდ ტაქსებზე და სხვა ყველა სატრანსპორტო საშუალებაში გაუქმდეს", - განაცხადა გახარიამ.

მანქანით სამ კაცზე მეტის გადაადგილების შეზღუდვა საქართველოში დაახლოებით 2 თვეა მოქმედებს. წესის დარღვევისთვის მოქალაქე 3 ათასი ლარით ჯარიმდებოდა.

საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად სულ 723 შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 495 გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG