Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკური კრიზისის ფონზე ჩინეთში მუშაობა დაიწყო სახალხო წარმომადგენელთა ერთკვირიანმა კონგრესმა


სი ძინპინი და ჩინეთის ლიდერები
სი ძინპინი და ჩინეთის ლიდერები

ჩინეთში ვერ იქნება რეალიზებული 2020 წლისათვის დასახული ეკონომიკური ზრდის გეგმა, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლება მოსახლეობას ჰპირდება, რომ ყოველმხრივ დაეხმარება კორონავირუსის კრიზისში მყოფ ეკონომიკას, - განაცხადა 22 მაისს ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა, ლი კეციანმა სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ერთკვირიანი კონგრესის გახსნის დროს.

ჩინეთში საბიუჯეტო დეფიციტი განისაზღვრება 3,6%-ის დონეზე მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, კორონავირუსით გამოწვეული „დიდი გაურკვევლობის“ ფონზე პეკინის პრიორიტეტულ საზრუნავს წარმოადგენს ვითარების სტაბილიზება მოსახლეობის დასაქმების კუთხით და ცხოვრების დონის უზრუნველყოფა, - განაცხადა ლი კეციანმა.

ეკონომიკის სტიმულირების ხელისუფლების სტრატეგიული გეგმა ითვალისწინებს ასევე ხარჯების გაზრდას ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და თავდაცვაზე, 6,6%-ით, რაც ბოლო წლებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

კორონავირუსის ეპიდემიის გავლენით 2020 წლის პირველ კვარტალში, ქვეყნის სიდიდით მეორე ეკონომიკა წელს 6,8%-ით შემცირდება წინა წელთან შედარებით.

სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ერთკვირიანი კონგრესი, კორონავირუსის გამო, ორი თვის დაგვიანებით იმართება და მის მუშაობაში მონაწილეობს ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი.

XS
SM
MD
LG