Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში 31 წლის კაცმა მამა მოკლა


სამართალდამცავებმა ქუთაისში დააკავეს კაცი, რომელმაც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ურთერთშელაპარაკების დროს მამა მოკლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, შემთხვევა 24 მაისს მოხდა. ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლთან 31 წლის კაცმა 52 წლის მამას ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ეს უკანასკნელი მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG