Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამზან კადიროვი აცხადებს, რომ შესაბამისმა პერსონალმა შვებულების გარეშე უნდა იმუშაოს ეპიდემიის განმავლობაში


ჩეჩნეთის რესპუბლიკის თავკაცი, რამზან კადიროვი აცხადებს, რომ შესაბამის პერსონალს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩაბმული, არ უნდა მიეცეს შვებულება.

„ეს იგივე ომია, მტერი უხილავი და საშიშია. ექიმების, შინაგან საქმეთა სამინისტროს და რუსეთის გვარდიის თანამშრომლებისათვის, ვინც ჩართულია ამ საქმიანობაში, არავითარი შვებულება არ უნდა იყოს“, - განაცხადა კადიროვმა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიული შტაბის სხდომაზე.

ჩეჩნეთში ეპიდემიის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირდა 1133 კაცი, 13 პაციენტი გარდაიცვალა.

ჩეჩნეთის ლიდერს დღემდე არ გაუკეთებია კომენტარი, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით გასულ კვირაში გავრცელებულ ინფორმაციაზე მისი კორონავირუსით სავარაუდო დაინფიცირების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG