Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკავეს პირი, რომელიც “პერსილისა“ და „არიელის“ ნიშნით აფასოებდა იაფფასიან სარეცხის ფხვნილს


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, აჭარის რეგიონში სხვისი სასაქონლე ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტზე ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი ამხილეს.

გამოძიების თანახმად, ბრალდებული თურქეთის რესპუბლიკიდან ახორციელებდა იაფფასიანი სარეცხი ფხვნილების იმპორტს და კუსტარულად მოწყობილ საამქროში მას ბრენდირებული სარეცხი საშუალებების “პერსილისა“ და „არიელის“ სასაქონლე ნიშნით აფასოებდა, რეალიზაციის მიზნით.

ამოღებულია 10 კილოგრამიან შეფუთვებში მოთავსებული 1 386 ერთეული „პერსილისა“ და „არიელის“ სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული სარეცხი საშუალებები.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანახმად, საქმე აღძრულია სსკ-ის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე ვადით.

XS
SM
MD
LG