Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადიროვი აცხადებს, რომ ჯანმრთელადაა და ურაზა-ბაირამს თვითიზოლაციაში შეხვდა


ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ჯანმრთელადაა და ურაზა-ბაირამის დღესასწაულს სახლში, თვითიზოლაციაში შეხვდა.

ამის შესახებ კადიროვმა თავის თანაშემწესთან, ახმედ დუდაევთან „ინსტაგრამის“ არხით საუბარში განაცხადა და ასევე გამოეხმაურა მანამდე გავრცელებულ დაუზუსტებელ ინფორმაციას, რომ იგი კორონავირუსის გამო მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა მკურნალობას.

„მსოფლიოში მილიონი ადამიანია დაავადებული კორონავირუსით, ათობით ათასი დაიღუპა, მე რა, ადამიანი არ ვარ? არ მაქვს ავადმყოფობის უფლება? არ მაქვს უფლება ჩავიდგა წვეთოვანი და ავიწიო იმუნიტეტი, გემოგლობინი? მე აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი ვარ“, - განაცხადა კადიროვმა.

26 მაისს კადიროვის „ტელეგრამის“ არხზე გამოქვეყნდა მისი ფოტო. ოფიციალური წყაროები კი ამტკიცებდნენ, რომ კადიროვმა გროზნოში ჩაატარა კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის თათბირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG