კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ტენდენცია გრძელდება მსოფლიოში რამდენიმეკვირიანი უპრეცედენტო აკრძალვების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოში შემთხვევების რაოდენობა იზრდება და მისმა რიცხვმა 30 მაისს ექვს მილიონს მიაღწია.
სკოლებისა და რესტორნებისკვლავ ამოქმედების შემდეგი ეტაპი იწყება მომავალი კვირიდან აშშ-ში, ევროპისა და ასევე აზიის ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც სიკვდილიანობის და შემთხვევათა რაოდენობის ზრდა შემცირდა.
სხვა სურათია სამხრეთ ამერიკაში. ბრაზილიაში, ჩილესა და მექსიკაში კორონავირუსი სწრაფად ვრცელდება. დაღუპულთა რიცხვმა ბრაზილიაში მიაღწია 28834-ს, 30 მაისს კოვიდ-19-ით დაიღუპა 956 ადამიანი, ხოლო ახალ შემთხვევათა რაოდენობა, მთავრობის მონაცემებით, 33,274-ია.
სამხრეთ ამერიკაში აღნუსხულ ინფიცირებულთა რაოდენობა 500 ათასია, უფრო მაღალი მაჩვენებელი აშშ-ს აქვს. მიუხედავად ბრაზილიაში ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით ვითარებისა, ეს ქვეყანა ემზადება კარანტინის პირობების შემსუბუქებისთვის. ჯანდაცვის ექსპერტები თვლიან, რომ უარესს ჯერ კიდევ უნდა ელოდონ.
კოვიდ-19-მა მთელ მსოფლიოში 367 ათასი ადამიანი იმსხვერპლა, თუმცა ზუსტი რიცხვი ალბათ უფრო მაღალია, რადგან, ექსპერტების ვარაუდით, სხვადასხვა ქვეყნის მონაცემები სხვადასხვა მიზეზით უფრო მაღალი უნდა იყოს, ვიდრე ეს ოფიციალურად დასტურდება.