Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ემზადება მეტი 'I Can't Breathe - საპროტესტო გამოსვლებისთვის ძალადობრივი ღამეების შემდეგ


საპროტესტო გამოსვლისას ნიუ-იორკში, 30 მაისს
საპროტესტო გამოსვლისას ნიუ-იორკში, 30 მაისს

აშშ-ის ქალაქები 31 მაისს ემზადებიან მეტი საპროტესტო გამოსვლებისთვის, რომლებიც მიმართულია რასობრივი უსამართლობის წინააღმდეგ მას მერე, რაც მშვიდობინი დემონსტრაციები წინა ღამით გადაიზარდა ძალადობაში, რაშიც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადანაშაულა „რადიკალური მემარცხენე ანარქისტები“.

ამერიკის სულ მცირე 75 ქალაქში გაიმართა დემონსტრაციები, რომელთა მონაწილეები გასულ კვირაში, მინეაპოლისში, შავკანიანი კაცის სიკვდილის მიმართ გამოხატავდნენ პროტესტს.

46 წლის აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც დაკავებისას თეთრკანიანმა პოლიციელი მას, ძირს დაგდებულს, კისერზე მუხლს აჭერდა რამდენიმე წუთის განმავლობაში. 25 მაისის ამ შემთხვევის დროს, ფლოიდი განმეორებით ამოთქვამს, „ვეღარ ვსუნთქავო“. საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები გაიძახოდნენ ლოზუნგს „Black lives matter“ ( შავი სიცოცხლე მნიშვნელოვანია) და “I can’t breathe (ვეღარ ვსუნთქავ).

ბევრი დემონსტრაცია 30 მაისს მშვიდობიანად მიმდინარეობდა, მაგრამ შემდეგ გადაიზარდა ძალადობაში, როცა მონაწილეებმა დაიწყეს კომენდანტის საათის უგულებელყოფა, გზების გადაკეტვა, შენობების და მანქანებისთვის ცეცხლის წაკიდება, ვიტრინების მსხვრევა და შეტაკებები პოლიციასთან. ოცამდე ქალაში დაწესებულია კომენდანტის საათი და არაერთ შტატში მთავრობამ ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები გაყვანა ქუჩებში წესრიგის აღსადგენად.

პრეზიდენტმა ტრამპმა აგრესიული მემარცხენე აქტივისტების ჯგუფს, Antifa-ს დასდო ბრალი ძალადობაში და გამოაცხადა ტვიტერის საშუალებით, რომ ეს ჯგუფი ტერორისტულ ორგანიზაციად უნდა შეფასდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG