Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ავიახაზებს უფლება მიეცათ, თვითმფრინავები მგზავრებით შეავსონ


რუსეთის ავიახაზებს უფლება მიეცათ, თვითმფრინავები სრულად შეავსონ მგზავრებით, მას შემდეგ, რაც შემსუბუქდა ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან საბრძოლველი, სოციალური დისტანცირების წესები.

მომხმარებელთა დაცვის სახელმწიფო სააგენტომ, "როსპორტებნადზორმა" 1 ივნისს ყოველდღიურ გამოცემა "კომერსანტს" უთხრა, რომ 18 მაისს ამოქმედებული შეზღუდვა, რომელიც ავიაკომპანიებს თვითმფრინავების მხოლოდ სანახევროდ შევსებას ავალდებულებდა, ახლა მოხსნილია სახელმწიფო სააგენტო "როსავიაციის" მიერ.

რეგულაცია ითვალისწინებდა მგზავრების ჭადრაკის დაფის პრინციპით განთავსებას, რის გამოც ნახევარი ადგილები ცარიელი რჩებოდა. ამ რეგულაციის ამოქმედების შემდეგ ავიახაზები ჩიოდნენ მოგების დაკარგვაზე. ამ და სხვა შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ, რუსეთში მკვეთრად დაეცა თვითმფრინავის მგზავრთა რაოდენობა, რამაც მძიმე ფინანსური დანაკარგები მოიტანა. ივლისის თვის ბილეთები ახლა უფრო ძვირად იყიდება, ვინაიდან ავიახაზები დანაკარგის კომპენსირებას ცდილობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG