Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის საკათედრო ტაძრიდან ფული და ნივთები მოიპარეს


ბათუმის საკათედრო ტაძარი
ბათუმის საკათედრო ტაძარი

ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში დილით მისულ სასულიერო პირებს ტაძარი გაძარცვული დახვდათ.

ტაძრის დეკანოზმა, იოანე გორელიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ, სავარაუდოდ, გვიან ღამით, უცნობი პირები ტაძარში ერთ-ერთი კარიდან შევიდნენ, შესაწირავის ყუთი გატეხეს და თანხა მოიპარეს. რა თანხა იყო ყუთში, უცნობია.

დეკანოზის ინფორმაციით, ჯიხურიდან, სადაც სანთლებს და საეკლესიო ნივთებს ყიდიან, მოპარულია ჯვრები და სამკაულები.

შემთხვევის ადგილი კრიმინალისტებმა შეისწავლეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG