რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ COVID-19-ით ინფიცირებული მე-13 პაციენტი გარდაიცვალა. პაციენტი ბოლნისის სოფელ მუშევანიდან იყო. როგორც გოფოძე აღნიშნავს, ის დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში და არაერთი დაავადება აღენიშნებოდა. გარდაცვლილი კაცის ასაკი 75-ს აღემატებოდა.
კორონავირუსით საქართველოში სულ დაინფიცირდა 796 ადამიანი. მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 634.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი - 79 წლის ქალი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 4 აპრილს გარდაიცვალა.
მეორე პაციენტი - 81 წლის ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 5 აპრილს გარდაიცვალა.
მესამე პაციენტი - 86 წლის ქალი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 7 აპრილს გარდაიცვალა.
მეოთხე პაციენტი - 70 წლის ქალი ბათუმში კლინიკა „მედალფაში“ 18 აპრილს გარდაიცვალა.
მეხუთე პაციენტი - 68 წლის კაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 22 აპრილს გარდაიცვალა.
მეექვსე პაციენტი - 83 წლის კაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 26 აპრილს გარდაიცვალა.
მეშვიდე პაციენტი - 83 წლის კაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 1 მაისს გარდაიცვალა.
მერვე პაციენტი - 72 წლის ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 2 მაისს გარდაიცვალა.
მეცხრე პაციენტი - 58 წლის ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 3 მაისს გარდაიცვალა.
მეათე პაციენტი - 45 წლის ქალი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 8 მაისს გარდაიცვალა.
მეთერთმეტე პაციენტი - 81 წლის კაცი ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ 11 მაისს გარდაიცვალა.
14 მაისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსით მე-12 ადამიანი გარდაიცვალა.