Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Bloomberg-ის მონაცემებით, დოლარი 3-ლარიან ნიშნულს უბრუნდება


Bloomberg-ის მონაცემებით, დოლარი 3-ლარიან ნიშნულს უახლოვდება. ვებგვერდზე, სადაც კურსი ყოველწუთიერად იცვლება, ბოლო მონაცემებით [12:45], 1 დოლარის ღირებულება 3,03 ლარია.

Bloomberg-ზე დოლარის ყველაზე მაღალი ღირებულება 3.08 ლარი იყო.

ლარის გამყარების ტენდენცია 30 მაისიდან შეინიშნება. ამ დღეს 1 დოლარის ღირებულება 3,18 ლარი იყო, დღეს კი 3,07 ლარი ღირს.

ლარი დოლართან მკვეთრად ბოლო რამდენიმე თვეში გაუფასურდა, რაც მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია დადგა. ყველაზე ძვირი დოლარი 27 მარტს ღირდა - 1 დოლარის ფასი 3,48 ლარი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG