Accessibility links

სომხეთისთვის დახმარების გაწევის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა


სომხეთში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებიდან გამომდინარე, პეტიციის ავტორები საქართველოს მთავრობას მიმართავენ გახილოს მეზობელი ქვეყნის დამხარების საკითხი. საუბარია სომხეთის მოქალაქეების საქართველოში მკურნალობის შეთავაზებაზე.

“ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, რომ განიხილოს მეზობელი ქვეყნის დახმარება ასეთ რთულ დროს. დახმარებაში ვგულისხმობთ სომხეთისთვის შეთავაზების გაკეთებას მათი პაციენტების საქართველოში მკურნალობასთან დაკავშირებით. ვთვლით, რომ ეს იქნება სწორი ნაბიჯი მეზობელი სახელმწიფოს დასახმარებლად და რეგიონში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამოსასწორებლად”,- ვკითხულობთ პეტიციაში.

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულია 11 221 ადამიანი. უკანასკნელ 24 საათი გამოვლინდა 698 ახალი შემთხვევა. სომხეთში COVID 19-თ გარდაცვალა 176 ადამინი.

სომხეთს საქართველოსთვის დახმარების თხოვნით ჯერ არ მოუმართავს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 28 მაისს, ონლაინპრესკონფერენციაზე თქვა, რომ თუკი სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ქართველ კოლეგებს დახმარების თხოვნით მიმართავს, ისინი მზად არიან გაუწიონ დახმარება მეზობელ ქვეყანას.

ასევე ნახეთ: დაეხმარება თუ არა საქართველო სომხეთს COVID-თან ბრძოლაში?

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG