Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიცია ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს აწარმოებს კაცთან, რომელიც ვარკეთილში კორპუსიდან ისროდა


შეიარაღებული მამაკაცი, რომელმაც ვარკეთილში საცხოვრებელი კორპუსიდან რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაშია. შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის განმარტებით, იგი ჩაკეტილია ბინაში, პირველ სართულზე.

ვაჟა სირაძის თანახმად, პოლიცია აღნიშნულ პირთან ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, როგორც პირადად, ასევე სატელეკომუნიკაციო საშუალებით. მისი თქმით, მას არავითარი მოთხოვნა არ აქვს.

„არავინ დაშავებულა და კონკრეტულად არავის მიმართ არ გაუსროლია. ოჯახის წევრები, შვილები, მეუღლე არიან უსაფრთხოდ. იგი მარტოა ჩაკეტილი“, - უთხრა ჟურნალისტებს ვაჟა სირაძემ.

მისი თქმით, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები სრულად არიან მობილიზებულები კორპუსის მიმდებარე პერიმეტრზე და მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG