Accessibility links

ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირების 5 შემთხვევაში პირველწყაროს ჯერ ვერ ადგენენ


დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში დაფიქსირებული კორონავირუსის 5 შემთხვევიდან ინფიცირების წყარო ვერ დგინდება. ამის შესახებ მან "პალიტრანიუსის" ეთერში ისაუბრა.

"დღის განმავლობაში გვაქვს შემთხვევების გარკვეული რაოდენობის მატება, არცთუ ბევრი, მაგრამ გეტყვით პირდაპირ, ხუთი შემთხვევა. აქედან გამომდინარე, როდესაც მიდის ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა, ცოტა შეგვაშფოთა სიტუაციამ, რომ ამ ხუთი შემთხვევიდან ჯერჯერობით ვერ გავდივართ პირველწყაროზე", - თქვა მან.

მან გაიხსენა ის შემთხვევა, როცა საქართველოს ვირუსით ინფიცირების პირველწყარო ვერ დაადგინეს. მისი თქმით, ამან გამოიწვია ის, რომ მარტში იყო შემთხვევების მატება.

საქართველოში დღეს დადასტურებული რამდენიმე შემთხვევიდან ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანია "უნისონის" თანამშრომელია. როგორც რადიო თავისუფლებას კომპანიაში განუცხადეს, მისი ინფიცირების წყარო უცნობია და მიმდინარეობს კონტაქტების ძიება.

ამ 5 ახალი შემთხვევის გათვალისწინებით, საქართველოში ვირუსი ლაბორატორიულად 827 პირს დაუდასტურდა. აქედან 690 გამოჯანმრთელდა, 13 კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG