Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თენგიზ ცერცვაძე: შეზღუდვები შევინარჩუნოთ, ზედმეტად ნუ ავიწყვეტთ


​ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ შეზღუდვების შემდეგ ბევრი მაგალითი დაფიქსირდა იმის, რომ ხალხმრავალი შეკრებები განახლდა. მისი თქმით, არ იყო დაცული დისტანცია, მოქალაქეებს არ ეკეთათ პირბადე.

"სულ ამის ფიქრი მქონდა და ამაზე ვაფრთხილებდი საზოგადოებას, რომ არ შეიძლება რომ შევირგოთ ის, რასაც მივაღწიეთ ამ პირველი ტალღის დროს? მოდით, შევირგოთ და მეორე უკიდურესობაში ნუ გადავვარდებით. შეზღუდვების რაღაც ნაწილი თვითშეგნების ხარჯზე შევინარჩუნოთ და ზედმეტად ნუ ავიწყვეტთ. თუ აქამდე ვერიდებოდით ხალხმრავალ შეკრებებს, ახლა ყოველდღე ნუ გავმართავთ ასეთ შეკრებებს. უცებ ნუ მივატოვებთ ნიღბის ტარებას, იგივე სოციალურ დისტანცირებას და სხვა", - ამბობს ცერცვაძე, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ხალხმრავალ შეკრებებზე ყურადღება გაამახვილა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემაც. ის კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის საფრთხე ისევ არის და მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში სიარულისგან.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ვირუსი ლაბორატორიულად 827 პირს დაუდასტურდა. მათგან ბოლო 5 შემთხვევაში ინფიცირების წყარო დადგენილი არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG