Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში ჩამოაგდეს ძეგლები და აიკრძალა კონფედერაციის დროშები, რასიზმის უარყოფის სულ უფრო ფართო მასშტაბების ფონზე


იტალიელი მოგზაურის, ქრისტეფორე კოლუმბის, ასევე აშშ-ის სამოქალაქო ომის პერიოდის ისტორიული ფიგურების, ვინც სამხრეთში მონათმფლობელობის მომხრე იყო, ძეგლები გახდა სამიზნე აშშ-ში ქვეყნის რასისტული სიმბოლოებისგან წმენდისკენ მიმართული ქმედებებისა, რაც მოჰყვა აფრიკელი ამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს პოლიციის მიერ მისი დაპატიმრების დროს მინეაპოლისში.
10 ივნისის ღამით ჩამოაგდეს ჯეფერსონ დეივისის, სამოქალაქო ომის დროს სამხრეთის კონფედერაციის პრეზიდენტის, ძეგლი რიჩმონდში, ვირჯინიის შტატში.

უფრო ადრე რამდენიმე ათეულმა ადამიანმა ჩამოაგდო კოლუმბის ძეგლი მინეაპოლისში.

აქტივისტები თვლიან, რომ ამერიკაში კოლუმბის ჩასვლას მოჰყვა ამერიკის კონტინენტის კოლონიალიზაცია და ადგილობრივი ხალხების გენოციდი. ერთმა აქტივისტმა მედიას უთხრა, რომ ეს იყო სწორი ნაბიჯი აფრიკელი ამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ. ფლოიდის ძმა უფრო ადრე, 10 ივნისს წარმომადგენლთა პალატის კომიტეტში სიტყვით გამოვიდა. შემდეგ წარმომადგენლთა პალატის სპიკერი ნენსი პედლოსი გამოვიდა მოწოდებით მოიხსნას კონფედერაციის ლიდერების ძეგლები კაპიტოლიუმში.

ტალღას მოჰყვა აშშ-ის სერიული ავტომობილების რბოლების ეროვნული ასოციაციის (NASCAR) გადაწყვეტილება, აკრძალოს კონფედერატების დროშის გამოფენა რბოლების დროს. ეს დროშა ბევრისთვის მონობისა და რასიზმის სიმბოლოდ ითვლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG