Accessibility links

ვაშაძე: კონგრესმენებმა დოკუმენტით ოცნებას ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების შესახებ აუხსნეს


გრიგოლ ვაშაძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ყველა პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება უკიდურესი სერიოზულობით მოეკიდებოდა მოხსენებას „ შეერთებული შტატების გაძლიერება და წინააღმდეგობა გლობალურ საფრთხეებთან“, რომელიც საქართველოსთვის კიდევ უფრო საყურადღებოა იმიტომ, რომ იგი ბიძინა ივანიშვილს პუტინის მოკავშირეების რიგში აყენებს. ამის სანაცვლოდ კი გრიგოლ ვაშაძის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები ამ მოხსენებისა და მისი ავტორების აღმაშფოთებელი ხრიკებით დაკნინებას ცდილობენ.

ამ დოკუმენტის მნიშვნელობაზე საუბრისას, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, მოკავშირეებმა მისი საშუალებით ნათლად აუხსნეს "ქართულ ოცნებას", რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების გარდა სხვა გამოსავალი არ არსებობს:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და გაერთიანება ძალა ერთობაშია იანვრიდან აფრთხილებდა ხელისუფლებას შეერთებული შტატების უმკაცრეს ენაზე გადასვლის გარდაუვალობაზე და ეს მოხსენება, რომელიც უახლოეს მომავალში შეიძლება კანონპროექტებში აისახოს, მხოლოდ დასაწყისია.

ჩვენმა მთავარმა მოკავშირეებმა ნათლად აუხსნეს ქართულ ოცნებას, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების გარდა მათთვის სხვა გამოსავალი არ არსებობს, ხოლო საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური ვალდებულებაა ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლება გაისტუმრონ ისტორიის სანაგვეზე“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგზე.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრების ნაწილი ბიძინა ივანიშვილს ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირედ მიიჩნევს.

ამის შესახებ საუბარია 13 რესპუბლიკელი კონგრესმენის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც გლობალური საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ეხება. ხელმომწერებს შორის არიან წარმომადგენელთა პალატის წევრები: ჯონსონი, უილსონი, უიტმენი, ვაგნერი, მუნი, ბეკონი, ბერგმანი, დანი, ჰიგინსი, ნორმანი, კრენშოუ, შტაილი და უოლცი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG