Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში, ნაძალადევის რაიონში ცეცხლი გაუჩნდა ოთხ საცხოვრებელ სახლს


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თბილისში, ნაძალადევის რაიონში მდებარე ვახტანგ მახალდიანის ქუჩაზე ოთხ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც სამსახური იტყობინება, „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 70-მდე მეხანძრე-მაშველი და 15 ერთეული ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ადგილზე შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში გამოცხადდა და ხანძრის ქრობა დაუყოვნებლივ დაიწყო“.

ამ დროისთვის მიმდებარე საცხოვრებელი სახლებიდან ხალხი ევაკუირებულია. არავინ დაშავებულა. „ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. მიმდინარეობს ინტენსიური სალიკვიდაციო სამუშაოები”, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

XS
SM
MD
LG