Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარიას თქმით, არჩევნების კონსტიტუციურ ვადებში ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება


საპარლამენტო არჩევნების ოქტომბერში ჩატარების საკითხს კითხვის ქვეშ არ აყენებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. „მე საერთოდ ვთვლი, რომ ასეთი რისკი არ არსებობს, თუ არსებობს - მინიმალური. არაფერი არჩევნებს საკონსტიტუციო ვადებში დღეს არ ემუქრება. მიუხედავად იმისა, რომ ვხვდები, ერთ შემთხვევასაც და მეორესაც უამრავი ხალხი პოლიტიკური სპეკულირებისთვის იყენებს. დღეის მდგომარეობით ასეთი რისკი არ არსებობს“, - თქვა გახარიამ „პირველ არხთან“ ინტერვიუში.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, თუ კორონავირუსის მეორე ტალღა ოქტომბერში იქნება, შესაძლოა, არჩევნები დეკემბერში ჩატარდეს. „თუ 21 ნოემბრამდე არ იქნება მეორე ტალღა, ამ შემთხვევაში ჩვეულებრივად ტარდება არჩევნები, მაგრამ თუ 31 ოქტომბრამდე მოუწია მეორე ტალღა ამ შემთხვევაში სასწორზე დგას ორი რამ, ერთი - ეპიდემიის გავრცელება და მეორე მხარეს - არჩევნების ჩატარების თარიღი“, - აღნიშნა კობახიძემ 13 ივნისს.

XS
SM
MD
LG