Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა


დავით ცინარიძე
დავით ცინარიძე

სასამართლომ პატიმრობაში დატოვა საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე. ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება ოჯახში ძალადობის ბრალდებით.

მტკიცებულებათა დასაშვებობის განხილვის შემდეგ, სასამართლო პროცესზე შეფარდებული პატიმრობაც გადაისინჯა. პროკურატურა ახალი მტიცებულებების არქონის გამო, ცინარიძის პარიმრობაში დატოვებას მოითხვდა, დაცვის მხარე კი 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით გამოვიდა.

მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა, დავით ცინარიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა ამ ეტაპზე ძალაში დატოვა.

მოსამართლის განცხადებით, არსებობს დაზარალებულზე ზემოქმედების საფრთხე, ამასთან სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ არსებობს მიმალვის საფრთხე.

დავით ცინარიძე 28 აპრილს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დავით ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა. ცინარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და ძალადობას გულისხმობს.

პატიმრობა ცინარიძეს 30 აპრილს შეეფარდა.

დავით ცინარიძე საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს (შემდგომ ის სხვა თანამდებობებს იკავებდა), რაც 2015 წელს ინტერნეტსივრცეში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვიდეო გაავრცელა, რომელიც, სავარაუდოდ, პატრულის ვიდეოკამერით არის გადაღებული. მასში ჩანს, თუ როგორ მოიხსენიებს მძღოლი უცენზურო სიტყვებით პატრულის თანამშრომელს, შემდეგ კი, მისივე სიტყვებით, თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსს, დავით ცინარიძეს, უკავშირდება, რის შემდეგაც მოქალაქეს პატრული ჯარიმის გამოუწერლად უშვებს. საპატრულო ეკიპაჟის მიერ გადაღებული კადრები ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელმა წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ წარუდგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG