Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკის გუბერნატორმა უნდა გადაწყვიტოს, გააგრძელებს თუ არა შტატი საკარანტინო ზომების შემსუბუქებას


ენდრიუ კუომო
ენდრიუ კუომო

19 ივნისს ნიუ-იორკის გუბერნატორმა უნდა გადაწყვიტოს, გააგრძელებს თუ არა შტატი საკარანტინო ზომების შემსუბუქებას მაშინ, როცა სხვა შტატებში, სადაც ნაწილობრივ შეამსუბუქეს აკრძალვები, იზრდება კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა.

გუბენატორმა ენდრიუ კუომომ თქვა, რომ ის „მსოფლიო ექსპერტების“ შეფასებაზე დაყრდნობით მიიღებს გადაწყვეტილებას იმაზე, დაიწყოს თუ არა ნიუ-იორკის შტატში 22 ივნისიდან აკრძალვების შემსუბუქების მეორე ფაზა.

უკანასკნელი რვა დღის განმავლობაში აშშ-ში COVID-19-ით სიკვდილის შემთხვევები დღეში 1000-ზე ნაკლებია.

დღეისთვის აშშ კორონავირუსით ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა. დაავადებას ემსხვერპლა 118 ათასზე მეტი ადამიანი, დადასტურებულია ინფიცირების 2,1 მილიონი შემთხვევა.

გამოითქმის ეჭვები, მართლა უკან იხევს თუ არა ეპიდემია, ვინაიდან უკანასკნელ დღეებში 20-მდე შტატში შეინიშნება ინფიცირების ახალი შემთხვევების მატება.

XS
SM
MD
LG