Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პესკოვმა უარყო ბოლტონის სიტყვები, რომ პუტინს იოლად შეუძლია ტრამპის მანიპულირება


კრემლმა უარყო აშშ-ის ყოფილი მაღალი რანგის ოფიციალური პირის განცხადება, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის აზრით, მას იოლად შეუძლია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მანიპულირება.

ხუთშაბათს ABC News-მა ახსენა უშიშროების საკითხებში ტრამპის ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის სიტყვები, რომ, პუტინის აზრით, მას ისე შეუძლია ტრამპის მანიპულირება, როგორც ვიოლინოზე დაკვრა.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ამ ინფორმაციის კომენტირებისას 19 ივნისს განაცხადა: „არა, პუტინს არ შეუძლია ტრამპზე ვიოლინოსავით დაკვრა“.

„პუტინს არ მიაჩნია, რომ ამერიკელი კოლეგის მანიპულირება იოლია“, დასძინა პესკოვმა.

XS
SM
MD
LG