Accessibility links

ევროკავშირის ლიდერები ივლისში მოილაპარაკებენ ბიუჯეტისა და მასტიმულირებელი პაკეტის გარშემო


ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, ივლისის შუა რიცხვებში შეხვედრა გამართონ და მოილაპარაკონ სამომავლო ბიუჯეტზე და კორონავირუსის პანდემიის შედეგად მიყენებული ზარალის აღდგენის გეგმის გარშემო.

ევროპის კავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, ჩარლზ მიშელმა განაცხადა 19 ივნისს ევროკავშირის ლიდერებთან ერთად გამართულ ვიდეო კონფერენციისას, რომ „არსებითია გადაწყვეტილების რაც შეიძლება მალე მიღება“.

„მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი დავიწყოთ ახალი მოლაპარაკება წევრ ქვეყნებთან დაუყოვნებლივ და ვაპირებთ, ფიზიკური სამიტი მოვაწყოთ ივლისის შუა რიცხვებში, ბრიუსელში“, განაცხადა, მიშელმა.

ვროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებმა უნდა მოილაპარაკონ პანდემიის შემდგომი აღდგენის 750-მილიარდევროიანი პაკეტის დეტალებზე და ასევე ბლოკის მომავალი შვიდი წლის ბიუჯეტზე, რომლის შეთავაზებული მოცულობა 1,1 ტრილიონი ევროა.
ევროპის კომისიის მასტიმულირებელი პაკეტის მიზანია დაეხმაროს ქვეყნებს, რომლებსაც განსაკუთრებით დიდი ზარალი მიაყენა პანდემიამ. მოელიან, რომ ამ მხრივ აზრთა დიდი სხვადასხვაობა იქნება სანამ შეთანხმებას მიაღწევენ.


საფინანსო თვალსაზრისით კონსერვატორული ქვეყნები, ავსტრია, დანია და შვედეთი სხვა მოსაზრებისა არიან პაკეტის თანხების განაწილების შესახებ, ვიდრე პანდემიით დაზარალებული იტალია და ესპანეთი, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის საელმწიფოები თვლიან, რომ ზედმეტად დიდი თანხები მიედინება სამხრეთისკენ. ჩრდილოეთის სახელმწიფოების აზრით, კრედიტები რეფორმების გატარების პირობით უნდა გაიცეს. სამხრეთის სახელმწიფოებს სურთ, რომ კრედიტები თავისუფალი უნდა იყოს მოთხოვნებისა და მაკროეკონომიკური რეფორმებისგან.
ევროპის კომისიის გეგმას მხარს უჭერენ გერმანია და საფრანგეთი, ბლოკის უძლიერესი ქვეყნები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG