Accessibility links

მუზეუმები იხსნება, დასაშვებია ტრენინგების ჩატარება, რაფტინგი და სხვა აქტივობები


20 ივნისიდან შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის ფარგლებსა და ქვეყანაში შიდა ტურიზმის გახსნის გამო მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები ნაწილობრივ გაიხსნება.

პირველ ეტაპზე გაიხსნება ის მუზეუმები, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს აკმაყოფილებს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ასევე დასაშვები ხდება ღია სივრცეში სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება და ყველა ის სათავგადასავლო აქტივობა, რაც ასევე ღია სივრცეშია შესაძლებელი. რაფტინგი, კაიაკინგი, კანიონინგი - საწყალოსნო, საჰაერო და სახმელეთო სათავგადასავლო სახეობები.

შეზღუდვების მოხნის პარალელურად კი გრძელდება დადგენილი წესებისა და სტანდარტების კონტროლი, როგორც სასტუმროებში, ასევე რესტორნებსა და კვების სხვა ობიექტებში. მთავრობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბიზნესს, მკაცრად დაიცვან დადგენილი რეგულაციები, რათა კანონით განსაზღვრული ჯარიმების გამოყენების აუცილებლობა მინიმუმამდე შემცირდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG